ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ხარჯების გამოყოფისთვის დრო იწურება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კულებას თქმით, "უკრაინას იარაღი რომც გამოელიოს, ბრძოლას ნიჩბებით გააგრძელებენ".
"რაც არ უნდა ჯდებოდეს უკრაინის მხარდაჭერა ახლა, თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების საფასური ბევრად უფრო დიდი იქნება... თუ დასავლეთს არ შეუძლია შეაჩეროს რუსეთი უკრაინაში, მაშინ მსოფლიოს სხვა ნაწილებში ვიღას შეაჩერებს?
იარაღი რომც გამოგველიოს, ვიბრძოლებთ ნიჩბებით, რადგან უკრაინისთვის სასწორზე ამ ერის არსებობა დევს", - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა გამორიცხულია მანამ, სანამ უკრაინა ბრძოლის ველზე უფრო მომგებიან პოზიციაში არ იქნება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press