როგორც ჩანს, საპარლამენტო არჩევნებზე წარსდგება ძალიან ბევრი ერთი, ორი და სამპროცენტიანი ოპოზიციური პარტია, ესენი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიებზე და კონკრეტულ დეტალებზე ვერ თანხმდებიან, უჭირთ გაერთიანება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, "რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ წიაღში, მით უკეთესია პროცესების სწორად განვითარებისთვის".
„საბოლოო ჯამში, ეს მოგვცემს კარგ სურათს. საბოლოო სურათი იქნება, ის, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ საპარლამენტო არჩევნებს, გვექნება მანდატების სოლიდური რაოდენობა, პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა. ვფიქრობ, რომ სწორედ ასე გაგრძელდება ეს პროცესები, რაც საბოლოო ჯამში, შედეგად მოგვცემს „ქართული ოცნების“ მორიგ, მეცხრე ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას.
გვარამიას პარტიაც ამ პროცესების გაგრძელებაა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მეტი ერთი და ორპროცენტიანი პარტია შეიქმნება „ნაცმოძრაობის“ წიაღში, მით უკეთესი პროცესების სწორად განვითარებისთვის“,- განაცხადა კობახიძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press