ახლა არ არის კონფლიქტებისა და პოლარიზაციის დრო, ახლა ნდობის აღდგენის დროა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, ახლა გლობალური თამამშრომლობის განვითარების დროა, რასაც სჭირდება ქმედითი, გლობალური გამოწვევების თანაზომიერი პასუხები.
„მჯერა, ამის გაკეთება შესაძლებელია. ყოველთვის იქნება მცდელობა, გზიდან გადაგვიყვანონ, მაგალითად, მცდარი ინფორმაციით. ეს კარგად ჩანს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ნება მომეცით, მოგაწოდოთ რეალური ინფორმაცია: რუსეთი მარცხდება სტრატეგიულ მიზნებში. პირველ რიგში, სამხედრო თვალსაზრისით. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ბევრი ფიქრობდა, რომ კიევი რამდენიმე დღეში დაეცემოდა, მთელი ქვეყანა კი - რამდენიმე კვირაში. ეს ასე არ მოხდა. ამის ნაცვლად, რუსეთმა დაკარგა თავისი სამხედრო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი.
უკრაინამ რუსეთი განდევნა დაკავებული ტერიტორიების ნახევრიდან; უკრაინამ უკან დახია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და გახსნა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი კორიდორი, რომ მსოფლიოს მარცვლეული მიეღო; და უკრაინამ განამყარა საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება. რუსეთი მარცხს ეკონომიკურადაც განიცდის. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინოვაციებისგან დააშორა. რუსეთი ახლა ჩინეთზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press