Foto

საუდის არაბეთის საგარეო მინისტრი - საუდის არაბეთი თანხმდება, რომ რეგიონული მშვიდობა ნიშნავს მშვიდობას ისრაელისთვის

საუდის არაბეთი თანხმდება, რომ რეგიონული მშვიდობა ნიშნავს მშვიდობას ისრაელისთვის, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად, - ამის შესახებ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფაისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საუდის არაბეთი, დაინტერესებული იქნება ისრაელთან ნორმალიზების შეთანხმებით, რომელიც დაკავშირებულია ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტასთან.

„რასაც ისრაელი ახლა აკეთებს, საფრთხეში აყენებს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების პერსპექტივებს. ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს ყველა მხრიდან, რაც რეგიონში მშვიდობის ამოსავალი წერტილი უნდა გახდეს“, - განაცხადა ფაისალ ბინ ფარჰანმა.