Foto

ევროკავშირის საბჭომ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერი ტერორისტების სიაში შეიყვანა

ევროკავშირის საბჭომ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ტერორისტების სიაში შეიყვანა. აღნიშნული ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სინვარი ტერორისტების სიაში მოხვდა 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმაში ჩართულობისთვის.

ევროკავშირის საბჭომ იაჰია სინვარს „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ანგარიშები და ქონება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დაყადაღებული იქნება.