Foto

გალანტი - ისრაელის სამხედრო შეტევის ინტენსიური მანევრირების ეტაპი ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზაში მალე დასრულდება

ისრაელის სამხედრო შეტევის ინტენსიური მანევრირების ეტაპი ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზაში მალე დასრულდება. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ისრაელის არმია მუშაობს ჩრდილოეთ ღაზაში წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად.

"ჩვენ ამას მივაღწევთ რეიდების, საჰაერო დარტყმების, სპეცოპერაციებისა და დამატებითი აქტივობების მეშვეობით", - განაცხადა იოავ გალანტმა.