სანამ მე სლოვაკეთის პრემიერი ვარ, არ დავუშვებ, რომ ევროკავშირში უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან, - ამის შესახებ ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის პრემიერმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.
როგორც ფიცომ აღნიშნა, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლებას ართმევენ და პოლიტიკისა თუ უსაფრთხოების ფუნდამენტური საკითხები ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, ეს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება.
„ღიად და ნათლად ვამბობ, რომ სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, არ შევურიგდები რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავს. ვიმეორებ: იმისათვის, რომ უნგრეთს რომელიმე უფლება ჩამოერთვას, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press