Foto

მედია - აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სარაკეტო ობიექტებზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა

აშშ-მა იემენში „ჰუსიტების“ სარაკეტო ობიექტებზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

მედია აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ Tomahawk-ის რაკეტები ისროლეს იმ ადგილების დასაბომბად, სადაც განთავსებული იყო გემსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც „ჰუსიტები“ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში კომერციულ გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა „ჰუსიტების“ ობიექტებს დაარტყა.