საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თებერვალში უკრაინას ეწვევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, მაკრონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უსაფრთხოების გარანტიის შესახებ შეთანხმებას გააფორმებს.
მედიის ცნობითვე, უახლოეს კვირებში საფრანგეთი უკრაინას SCALP-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ 40 რაკეტასა და რამდენიმე ასეულ ბომბს გადასცემს.
„ვაპირებთ, უკრაინას გაცილებით მეტი აღჭურვილობა მივაწოდოთ და დავეხმაროთ იმით, რაც მას სჭირდება თავისი ცის დასაცავად. თავად გავემგზავრები უკრაინაში თებერვალში და გავაფორმებ ამ შეთანხმებებს“, - განაცხადა მაკრონმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press