დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მიეცათ საქართველოს სტატუსი“.
კობახიძის თქმით, „ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს".
„დროდადრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, ეს საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით.
ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა, როგორი წარუმატებელიც იყო მათი ეს მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც, შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს“,- განაცხადა კობახიძემ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press