2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში დასავლურმა კომპანიებმა რუსეთში 2,9 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტები მიაწოდეს, - ნათქვამია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფის ახალ ანგარიშში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შედგენაში მუშაობს.
ანგარიშში, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ნათქვამია, რომ უკრაინის მიერ განადგურებული ან ხელში ჩაგდებული რუსული იარაღის ნიმუშებში აღმოჩენილია 250-ზე მეტი დასავლური კომპანიის მიერ წარმოებული კომპონენტები.
„რუსეთის იარაღის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვა არის საკვანძო. სწორედ ეს მიმაჩნია ნომერ პირველ პრიორიტეტად სასანქციო პოლიტიკისთვის. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ჩვენი ჯგუფის ექსპერტები მიუთითებენ ეფექტიანობის გაძლიერების ბევრ გზაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა „ფრიმან სპოგლის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის“ დირექტორმა, მაიკლ მაკფოლმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press