რუსეთს ფრონტზე ორი ან სამი მიმართულებით შეტევისთვის რეზერვი არ აქვს, - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
როგორც სკიბიცკი აღნიშნავს, რუსეთი ახერხებს დანაკარგების აღდგენას, თუმცა, ეს რეზერვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ძლიერი სტრატეგიული შეტევითი ოპერაციები ჩამოყალიბდეს.
"დღეის მდგომარეობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო და სადესანტო კომპონენტს არ შეუძლია სტრატეგიული შეტევითი ოპერაციების ჩატარება. ტაქტიკური ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ. ჩვენ ამას ვხედავთ, ისინი გააგრძელებენ ამას, მაგრამ სტრატეგიული შეტევითი ოპერაციების ჩატარება მძლავრი ტაქტიკური რეზერვების გარეშე შეუძლებელია", - განაცხადა სკიბიცკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press