ბაზისბანკმა, პროექტის "დააფინანსე შესაძლებლობა" ფარგლებში და თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდთან პარტნიორობით, უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული სტუდენტისთვის სახელობითი სტიპენდია დააწესა.
ბაზისბანკის სტიპენდიანტი ყოველთვიურ, 300-ლარიან სტიპენდიას მთელი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, მიღებული სტიპენდიით პროგრამირების კურსის გავლას გეგმავს, რაც მას პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება.
„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად არის ჩართული და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდამჭერ აქტივობებში. ბაზისბანკის მიერ დაწესებული სახელობითი სტიპენდიის მეშვეობით თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთი სტუდენტი შეძლებს გაიღრმავოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და ჩვენ კი მომავალშიც არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ახალი თაობის განათლების და წახალისების მიმართულებით“,- აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ცნობისთვის, ბაზისბანკი წლების განმავლობაში არაერთი უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ფინანსური პარტნიორი და ახალი თაობის განათლების მხარდამჭერია.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press