Foto

ხაზარაძემ ჩემი ვიდეო მიჭრა-მოჭრა და იმის „ერთი ადგილიც“ არ ეყო, ის ბოლომდე განეთავსებინა - კახა კალაძე

მამუკა ხაზარაძემ ჩემი ვიდეო მიჭრა-მოჭრა და იმის „ერთი ადგილიც“ არ ეყო, ის ბოლომდე განეთავსებინა, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოსა და განცხადებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერს სასამართლოში უჩივის.

კალაძის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არის პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი და როგორი წარსული აქვს.

„ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია და როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. ჩემი ვიდეო განათავსა და „ერთი ადგილიც“ არ ჰქონდა, ის ბოლომდე დაედო. მიჭრა-მოჭრა და ისეთი ვიდეო გამოაქვეყნა. ყველამ ხომ კარგად იცის, რომელი ვიდეოა? აღნიშნულ ვიდეოში ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ასევე, იმ პრობლემებზე, გულისტკივილსა და მძიმე ფაქტებზე, რომლებიც მაშინ ხდებოდა. ვიდეოს მეორე ნაწილი მოჭრა და მხოლოდ პირველი განათავსა. აქ იკვეთება ყველაფერი და საზოგადოება კარგად ხედავს, თუ ვინ არის მამუკა ხაზარაძე“, - განაცხადა კალაძემ.