Foto

ლავროვი - დასავლეთი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის

დასავლეთი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, დასავლეთს სურს, რომ „იცხოვროს სხვის ხარჯზე და იყოს ყველა სხვაზე ჭკვიანი".

„2022 წლის აპრილში დასავლეთმა უკრაინას ხელშეკრულებების გაფორმება აუკრძალა და არც ახლა აინტერესებს, რომ მოლაპარაკებები დაიწყოს. ბრძანებას ვაშინგტონი იძლევა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.