მე ვერ დავეთანხმები, რომ კლინიკაში არის მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო, - ასე გამოეხმაურა კლინიკა "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „წამების პრევენციის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზეა საუბარი.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილზე ზედამხედველობას პენიტენციური დაწესებულება აწარმოებს და ყველა აუცილებელ ღონისძიებას სწორედ ისინი ატარებენ.
"ზედამხედველობას აწარმოებს პენიტენციური დაწესებულება და ამიტომ ის აუცილებელი ღონისძიებები, რასაც ისინი ატარებენ, ეს გაწერილია მათ მიერ და ამაზე პასუხისმგებელი არის შესაბამისი დაწესებულება, ეს არანაირად არ შედის კლინიკის კომპეტენციაში.
მე ვერ დავეთანხმები, რომ კლინიკაში არის მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო, ან რაში აისახება ეს? პაციენტის ფართობი, რომელშიც მოთავსებულია, არის ოროთახიანი პალატა, რომელშიც არის შესაბამისი აღჭურვილობა.
კონკრეტულ შემთხვევაშიც შევთავაზეთ პაციენტს არაერთხელ, რომ მას აქვს საშუალება, რომ გამოვიდეს დერეფნის პერიმეტრზე და ისარგებლოს ამით, თუმცა მან უარი განაცხადა", - აცხადებს ჩხაიძე.
ცნობისთვის, „წამების პრევენციის კომიტეტი“ „ვივამედში“ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზე ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კლინიკა პაციენტებს შესაბამის თერაპიულ გარემოს ვერ სთავაზობს.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press