Foto

დუდა - რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე და თუ მიზანს მიაღწევს, კვლავ თავს დაესხმება აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის ან ცენტრალური აზიის ქვეყნებს

რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაზე და თუ მიზანს მიაღწევს, კვლავ თავს დაესხმება აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის ან ცენტრალური აზიის ქვეყნებს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.

როგორც დუდა აღნიშნავს, უსაფრთხოების მოდელი, რომლის შექმნასაც ყველა ცდილობდა ცივი ომის დასრულების შემდეგ განადგურდა.

"ჩვენ ბოროტების კოალიციის შექმნის მოწმენი ვართ, რომელიც არა მხოლოდ ხელსაყრელია პუტინისთვის, არამედ მზადაა გლობალური წესრიგის დანგრევის რისკი აიღოს თავის თავზე", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.