მათი დასკვნაა, რომ მკურნალობა, რომელიც უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელებაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია „წამების პრევენციის კომიტეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პატიმარი პაციენტების პირობებზეა საუბარი.
როგორც ალასანია აღნიშნავს, მისთვის სრულიად წარმოუდგენელია, თუ როგორ ეგუეხბა მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.
"მათი დასკვნაა ასეთი, რომ ეს მკურნალობა, რომელიც მას უტარდება კლინიკაში, არ არის გათვლილი მის გამოჯანმრთელებაზე არავითარ შემთხვევაში. ეს რას ნიშნავს - ეს იმას ნიშნავს, რომ გაძლებაზეა ადამიანი. აი რამდენ ხანს გაძლებს, რამდენ ხანს გაძლებს მისი ჯანმრთელობა და რამდენ ხანს გაძლებს მისი ფსიქიკა. აი ამაზეა გათვლილი და მე ამას შევდივარ, დღეში ორჯერ ვუყურებ მთელი ამ ხნის მანძილზე, რაც ეს ადამიანი იმყოფება კლინიკაში. მაინცდამაინც სასიამოვნო არ არის ყველაფრის ამის ყურება და სრულიად წარმოუდგენელია, ჩვენი მოსახლეობა როგორ ეგუება ამ ყველაფერს. ძალიან გაკვირვებული ვარ", - განაცხადა გიული ალასანიამ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press