უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
შესაბამის დოკუმენტს 345-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 104 წინააღმდეგი იყო, 29-მ კი თავი შეიკავა.
ამასთან, ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს ევროკომისიის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც განბლოკა უნგრეთისთვის გაყინული ფონდებიდან 10,2 მილიარდი ევრო იმის მიუხედავად, რომ უნგრეთს არ ჰქონდა შესრულებული სასამართლოს დამოუკიდებლობის რეფორმა.
"ევროპარლამენტი გმობს უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართულ, მუდმივ და სისტემატურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების ძირის გამოთხრისკენ", - ნათქვამია რეზოლუციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press