Foto

სირსკი - რუსი ოკუპანტები კუპიანსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე აქტიურ შეტევას არ წყვეტენ

რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ აქტიურ შეტევას უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე კუპიანსკის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

როგორც სირსკი აღნიშნავს, რთული სიტუაციის მიუხედავად უკრაინელი დამცველები ინარჩუნებენ თავდაცვას და მტერს კუპიანსკის მიმართულებით ანადგურებენ.

"ამ მიმართულებით ვითარება კვლავ დაძაბულია. მტერი არ წყვეტს აქტიური საიერიშო ოპერაციების ჩატარებას. მტერმა თავისი ძირითადი ძალისხმევა გაამახვილა კუპიანსკის ტყიდან ჩვენი ქვედანაყოფების განდევნასა და სინკოვკის დაპყრობაზე", - განაცხადა სირსკიმ.