Foto

ნეთანიაჰუ - ჩვენ ტოტალური გამარჯვებისთვის ვიბრძვით

ჩვენ ტოტალური გამარჯვებისთვის ვიბრძვით, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელი არ აპირებს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შეჩერებას, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაცია არ განადგურდება.

"ვიდრე ჯარისკაცები იბრძვიან, საინფორმაციო სტუდიებში არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. ომის შეჩერება მისი მიზნების მიღწევამდე დააზარალებს ისრაელის უსაფრთხოებას თაობების განმავლობაში", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.