რუსეთი აგრძელებს ათობით კრიტიკული კომპონენტის გამოყენებას რაკეტების წარმოებისთვის, ამიტომ, საჭიროა, აქტიური რეაგირება სანქციებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების დაბლოკვა ტერორის დაბლოკვაა.
"ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე - მათი სრული ეფექტით გამოყენებაზე. ყველა ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენელი უნდა გააქტიურდეს, რათა ჩვენი პარტნიორები უფრო აქტიურად რეაგირებდნენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის ყველა შემთხვევაზე. ყველა რუსული რაკეტა შეიცავს ათობით მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებიც დამზადებულია საზღვარგარეთ, ბევრი მათგანი - თავისუფალი მსოფლიოს კომპანიების მიერ.
აქედან გამომდინარე, რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის გზების ბლოკირება, ფაქტობრივად, ტერორის დაბლოკვაა. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ეს ესმის და ყველასი მთელ მსოფლიოში, ვინც გვეხმარება შესაბამის სამუშაოებში", - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press