იემენელმა „ჰუსიტებმა“ ამერიკის შეერთებული შტატების კუთვნილ გემს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, "ჰუსიტებმა" Chem Ranger-ის წინააღმდეგ 2 ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი და დაზიანებები არ მოჰყოლია.
"ეკიპაჟმა რაკეტების გაშვება გემის მახლობლად დააფიქსირა, თუმცა ისინი წყალში ჩაეშვნენ და გემი არ დაზიანებულა", - აცხადებენ აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში.
მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ გემმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრებაა და საბერძნეთი მართავს, გზა განაგრძო.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ "ჰუსიტების" წინააღმდეგ თავდასხმები მაშინ შეჩერდება, როდესაც ისრაელი ღაზას სექტორში ომს დაასრულებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press