პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
როგორც ნეთანიაჰუმ თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ისრაელელი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ემხრობიან.
"ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების შემთხვევაში, ისრაელს სჭირდება უსაფრთხოების კონტროლი იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე. ეს პალესტინის სუვერენიტეტის იდეას ეწინააღმდეგება. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მაც, მოითხოვა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ეს კონფლიქტი არა პალესტინის სახელმწიფოს არარსებობას, არამედ ებრაული სახელმწიფოს არსებობას ეხება. ისინი, ვინც ნეთანიაჰუს მომდევნო დღეზე საუბრობენ, რეალურად პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე საუბრობენ",- აცხადებს ნეთანიაჰუ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press