„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ წმინდა მატრონას ხატზე ის და დავით თარხან-მოურავიც არიან გამოსახული.
როგორც ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხატზე გამოსახული მანდილოსანი ხატია დეკანოიძეს, ხოლო მამაკაცი სერგი კაპანაძეს „უფრო ჰგავს“.
„არა ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე. ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და მით უმეტეს, არც ცხვირი. თმაც შავი მაქვს და სახის ფერიც უფრო მუქი.
ისე, თუ მიმსგავსება უნდათ ზოგიერთებს, ხატია დეკანოიძეს უფრო ჰგავს ეს მანდილოსანი, ვიდრე მე.
დავით თარხან-მოურვი საერთოდ რვა წელია მელოტია და არც ცხვირი აქვს ჩაზნექილი, არც თვალი უგავს და არც წარბი, ეს ფიგურა სერგი კაპანაძეს უფრო ჰგავს, ვიდრე დათოს, მაგრამ ნათლისღებაა დღეს და ახალი „სკანდალი“ ხომ უნდა გამოაცხონ?! სასაცილოა ეს ყველაფერი. სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გააკეთებ“,- წერს ინაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press