Foto

ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი - ალიანსი რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

ალიანსი რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომ ბაუერმა განაცხადა.

როგორც ბაუერი აღნიშნავს, შვედეთი სწორად მოიქცა, როდესაც მოსახლეობას, ომისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

„უნდა დავიწყოთ გაცნობიერება, რომ ყველაფერი არ არის გეგმის მიხედვით, ყველაფერი შოკოლადში არ იქნება მომდევნო 20 წლის განმავლობაში. მე არ ვამბობ, რომ სიტუაცია გართულდება ხვალ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მშვიდობიან მდგომარეობაში და ეს არ არის ის, რასაც ჩვენ თავისთავად ვიღებთ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეგმები, ვემზადებით რუსეთთან და ტერორისტულ ჯგუფებთან კონფლიქტისთვის, თუ თავს დაგვესხმებიან. ჩვენ არ ვეძებთ რამე სახის კონფლიქტს, მაგრამ თუ თავს დაგვესხმებიან, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა რობ ბაუერმა.