Foto

უკრაინის მთავრობა მობილიზაციის შესახებ ახალ კანონპროექტს პარლამენტს 6 თებერვალს წარუდგენს

უკრაინის მთავრობა მობილიზაციის შესახებ ახალ კანონპროექტს პარლამენტს 6 თებერვალს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

6 თებერვლამდე რადას უშიშროების კომიტეტი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და მთავრობას კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების სიას გაუგზავნის.

პირვანდელი ვერსია რადამ თავდაცვის სამინისტროს გადახედვის მიზნით, 11 იანვარს დაუბრუნა.