Foto

ერდოღანი - ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღევანდელი ფიურერია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღევანდელი ფიურერია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ორგანიზაციებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, წარუმატებლობა განიცადეს და რეპუტაცია დაკარგეს

„დღეს ჩვენ, ყველანი გაოგნებულები ვართ, ვინც უსაზღვრო და უპირობო მხარდაჭერას უწევს ისრაელის ადმინისტრაციას ჩვენს რეგიონში ავიამზიდების გაგზავნით,  ვინც თვალს ხუჭავს ისრაელის მიერ ჩადენილ ხოცვა-ჟლეტასა და სისასტიკეზე, ხვალ ვერ გაექცევა სიტყვებს „თუ მხოლოდ“ და დიდ სინანულში ჩავარდებიან. გაჩნდნენ ფაშისტური სახეები, ვინც დემოკრატიაზე ქადაგებას არავის დაანებებენ, როდესაც საქმე სიტყვას ეხება.

ორგანიზაციებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, წარუმატებლობა განიცადეს და რეპუტაცია დაკარგეს. მათ მხოლოდ ნეთანიაჰუს, დღევანდელი ფიურერის და მისი გუნდის დანახვა შეუძლიათ, რომელთა თვალები სისხლითა და სიძულვილით არის სავსე და ჩადიან გენოციდურ ბარბაროსობას პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ერდოღანმა.