Foto

ბორელი - ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი მშვიდობიანი გადაწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოიცავს

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი მშვიდობიანი გადაწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოიცავს, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

როგორც ბორელმა აღნიშნა, საერთაშორისო ჩარევის გარეშე "სიძულვილის სპირალი თაობიდან თაობას გადაეცემა".

"აქტორები ძალიან დაპირისპირებულნი არიან იმისთვის, რომ შეთანხმების ავტონომიურად მიღწევა შეძლონ. თუ ყველა ამ გადაწყვეტის მომხრეა, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს მისი დაწესება", - განაცხადა ბორელმა.