რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მსოფლიო უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ წინ შეიძლება მეტი ომი იყოს, "მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ".
"რუსი ლიდერების ამჟამინდელ სიგიჟეს მსოფლიოს ყველა ერისთვის მოაქვს გაურკვევლობა და საფრთხე. მსოფლიო უფრო და უფრო აცნობიერებს, რომ წინ შეიძლება მეტი ომი იყოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ეს შევაჩეროთ. ჩვენ გვაქვს ძალა დავიცვათ ნორმალური ცხოვრება. მსოფლიოს აქვს ეს ძალა და ამ ძალამ უნდა იმუშაოს რუსეთის შესაჩერებლად. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გვეხმარება. ვინც იცავს უკრაინას, ვისაც ახსოვს, რომ მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის ყველა იმ შესაძლებლობის მიცემაა, რაც ოკუპანტებს ჩვენი მიწიდან განდევნის. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press