საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება.
ზურაბიშვილი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე ყურადღება გაამახვილოს.
"ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.
მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე",- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press