უკრაინა ნატოში არ არის, რადგან ზოგიერთ ქვეყანას რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, შეურაცხმყოფელია, როდესაც რიგი ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ეშინიათ, ამით "ამბობენ, რომ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი არ არის, ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის დამამცირებელი და ღალატი უკრაინის მიმართ".
"უკრაინა ნატოში არ არის, რადგან ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურადაა განწყობილი. რისი ეშინია ქვეყნების ამ ჯგუფს? მათ ეშინიათ რუსეთის მხრიდან ესკალაციის. ეს არის ოფიციალური განცხადება. ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნებია. მაგრამ ძალიან შეურაცხყოფად ჟღერს. თუ ამბობენ, რომ იქნება ესკალაცია რუსეთის მხრიდან, ამბობენ, რომ ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მათი არ არის, ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის დამამცირებელი და ღალატი უკრაინის მიმართ... ნათქვამია, რომ მათთვის მიმდინარე სიტუაცია უკრაინაში, სადაც დაახლოებით მესამე ტერიტორიაა ოკუპირებული, სადაც ამდენი ადამიანი დაიღუპა, არ არის ესკალაცია", - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press