Foto

უკრაინის საგარეო სლოვაკეთის პრემიერს - უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისი შეუძლებელია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს განცხადებას უპასუხეს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად კიევს საკუთარი ტერიტორიების დათმობა მოუწევს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისი შეუძლებელია.

მისივე თქმით, უკრაინა და პარტნიორები ძალისხმევას არ იშურებენ რუსების ყირიმიდან, დონბასიდან და ლუგანსკიდან გასაყვანად, რათა ისინი არ წავიდნენ უფრო შორს.