უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მილაკოვის რეგიონში რუსული ჯარების მიერ SU-34 გამანადგურებელი თვითმფრინავიდან გაშვებული რუსული რაკეტა Kh-59 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
მათივე ცნობით, რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია, თუმცა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის სპეციალისტებმა დროული რეაგირება მოახდინეს და ხანძარი ჩააქრეს. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"უკრაინის სამხრეთში მტრის ტაქტიკური ავიაციის აქტივობასთან დაკავშირებული საჰაერო განგაშის დროს, რუსულმა სუ-34-ის მოიერიშე თვითმფრინავმა გაუშვა მართვადი საჰაერო რაკეტა Kh-59. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რაკეტა მიკოლაივის რეგიონში", - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press