Foto

უმეროვი - ბელგია უკრაინის უსაფრთხოებისთვის, 2024 წელს, 611 მილიონ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინის უსაფრთხოებისთვის, 2024 წელს, 611 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

როგორც უმეროვი აღნიშნავს, ბელგიამ უკრაინის თავდაცვის ძალების მოდერნიზებაზე ვალდებულება აიღო. 

"პროდუქტიული საუბარი გვქონდა ბელგიის თავდაცვის მინისტრთან, ლუდივინ დედონდერთან. განვიხილეთ ფრონტის ხაზზე ბოლო მოვლენები და ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. მადლობა ბელგიას სამხედრო საჰაერო ძალების კოალიციაში მონაწილეობისთვის, მათ შორის პილოტების მომზადების პროგრამაში. ძალიან ვაფასებ ბელგიელი პარტნიორების ურყევ მხარდაჭერას. ბელგია გეგმავს 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების გაწევას წელს და აქვს გრძელვადიანი ვალდებულება მხარი დაუჭიროს ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას", - წერს უმეროვი.