Foto

გალანტი - ჩრდილოეთში ომი ისრაელისთვის რთული იქნება, მაგრამ „ჰეზბოლასა“ და ლიბანისთვის - დამანგრეველი

ჩრდილოეთში ომი ისრაელისთვის რთული იქნება, მაგრამ „ჰეზბოლასა“ და ლიბანისთვის ის დამანგრეველი იქნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ფრანგ კოლეგასთან, სებასტიან ლეკორნუსთან შეხვედრის დროს.

გალანტმა ასევე ისაუბრა ჩრდილოეთ საზღვარზე უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციაში საფრანგეთის მნიშვნელოვან როლზე.

"ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს მანამ, სანამ არ უზრუნველყოფს ჩრდილოეთიდან ევაკუირებული თემების უსაფრთხო დაბრუნებას საკუთარ სახლებში საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების სიტუაციის ცვლილების შემდეგ", - განაცხადა გალანტმა.