Foto

აზერბაიჯანში, თავდაცვის სამინისტროს ქარხანაში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანის ქალაქ შირვანში, თავდაცვის კუთვნილ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 3 პირი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები შირვანის საქალაქო პროკურატურის მიერ ამ დრომდე მიმდინარეობს.