Foto

ლავროვი - დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ვერ გააუმჯობესებს

დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ვერ გააუმჯობესებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან "მომავალი უამრავი კეთილი ნების ჟესტი უარყო“.

"მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში მეგობრული იყო, თუმცა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს ურთიერთნდობამ ნგრევა დაიწყო", - აღნიშნა ლავროვმა.