Foto

ბორელი - ისრაელს არ შეიძლება ჰქონდეს ვეტოს უფლება პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევაზე

ისრაელს არ შეიძლება ჰქონდეს ვეტოს უფლება პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევაზე, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, გაერო პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს და ამას ვეტოს ვერავინ დაადებს.

"ერთი რამ ცხადია: ისრაელს არ შეიძლება ჰქონდეს ვეტოს უფლება პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევაზე", - განაცხადა ბორელმა.