Foto

კატარის საგარეო - ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დასასრულებლად მედიაცია კვლავ გრძელდება

ისრაელისა და „ჰამასის“ ომის დასასრულებლად მედიაცია კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა.

მაჯედ ალ-ანსარიმ ასევე ისაუბრა წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე და აღნიშნა, რომ ეს დიდი რეგიონული საფრთხეა, მაგრამ მისი შეჩერება სამხედრო გზით ვერ იქნება შესაძლებელი.

„რაც შეეხება მედიაციის მცდელობებს, ის ამჟამადაც გრძელდება. კატარი პირველივე დღიდან არ გაჩერებულა და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ მოვისმინოთ ერთმანეთის აზრები, მივიღოთ გადაწყვეტილებები კონფლიქტის ორივე მხარესთან კომუნიკაციისას“, - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.