ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ, თუმცა ყურადღებით ვაკვირდებით იმას, თუ რას აკეთებს რუსეთი, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატოს წევრებმა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის საპასუხოდ, გაზარდეს თავდაცვითი წარმოება არა მხოლოდ უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გასაწევად, არამედ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლადაც.
"ჩვენ ვერ ვხედავთ უშუალო ან გარდაუვალ საფრთხეს ნატოს რომელიმე წევრის მიმართ. ასე რომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი, გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ ამის მთელი აზრი არის ნატოს წევრზე თავდასხმის თავიდან აცილება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press