Foto

ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

ხარკოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან დაღუპული ქალი ამოიყვანეს.

"მაშველებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ამოიღეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, სარაკეტო იერიში რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე დღეს დილით მიიტანა.