Foto

პოლონეთის პრეზიდენტმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე შეიწყალა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ანჯეი დუდამ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს პრეზიდენტის ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდა.

"კამინსკი და ვონსიკი შევიწყალე. მივმართავ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ პრეზიდენტის ბრძანების დაუყონებლივ შესრულებისკენ. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ისინი, განსაკუთრებით მარიუშ კამინსკი ჯანმრთელობის მიზეზების გამო", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.