პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
ანჯეი დუდამ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს პრეზიდენტის ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ მოუწოდა.
"კამინსკი და ვონსიკი შევიწყალე. მივმართავ იუსტიციის მინისტრსა და გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყონ ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები. მოვუწოდებ პრეზიდენტის ბრძანების დაუყონებლივ შესრულებისკენ. დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ისინი, განსაკუთრებით მარიუშ კამინსკი ჯანმრთელობის მიზეზების გამო", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press