Foto

ბაზისბანკს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ორი ახალი წევრი ჰყავს

ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებია. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი ახალი დამოუკიდებელი წევრი - საბინა ძიურმანი და ნინო ოხანაშვილი ჰყავს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზაიქი მიმ და დამოუკიდებელმა წევრმა ნიკოლოზ ენუქიძემ საბჭოს შემადგენლობა დატოვეს.

საბინა ძიურმანს დამთავრებული აქვს ლონდონის უნივერსიტეტის ბედფორდის კოლეჯი, ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.

2004-2015 წლებში წამყვანი პოზიციები ეკავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. 2015-2019 წლებში იყო EBRD-ის დირექტორი საბერძნეთსა და კვიპროსზე.

2020-2022 წლებში იყო ასაკაბანკის (უზბეკეთი) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, ასევე აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე და რისკების კომიტეტის წევრი. 

ნინო ოხანაშვილი ფლობს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და მენეჯმენტის ევროპული სკოლის (ESM-თბილისი) მაგისტრის ხარისხებს. სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს განათლება პენსილვანიის უნივერსისტეტის ვორტონის ბიზნეს სკოლასა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. 

1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკში. 2000-2008 წლებში თიბისი ბანკში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის ეკავა ფილიალის დირექტორის და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი თანამდებობები.  

2021-2022 წლებში თეგეტა ჰოლდინგში ეკავა ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორის და თეგეტა აკადემიის დირექტორის თანამდებობები.

სხვადასხვა წლებში იყო ბიზნესის საერთაშორისო სკოლის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, კომპანია ინსორსის დამფუძნებელი პარტნიორი.

2008 წლიდან ასევე არის დამოუკიდებელი კონსულტანტი და ახორციელებს ორგანიზაციული განვითარების და HRM მიმართულების საკონსულტაციო პროექტებს და კვლევებს.