კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში, უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, "ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკრაინამ უნდა დაიწყოს".
“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირი იღებს რეზოლუციას და წერია, რომ კონკრეტული ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი. ეს შემთხვევა არის პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო წარმომადგენლობა აღიარებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით განხორციელდა მჩაგვრელი, არაადამიანური მოპყრობა. შესაბამისად, კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში და ეს კადრები ჩვენ ყველას კარგად გვაქვს ნანახი, ცხადია, ეს ადამიანები უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, ვინც ფარცხალაძის კვალს აგრძელებენ, ანუ რუსეთის აგენტურა და ისინი არაფერს არ გამოიძიებენ. ვფიქრობთ, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და კონკრეტული ადამიანები მიეცნენ პასუხისგებაში, ვინც ჩაიდინა დანაშაული",- ამბობს ხაბეიშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press