რუსეთის ფედერაციაში, ბელგოროდში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბორტზე კიდევ 9 ადამიანი - ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი იმყოფებოდა.
რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ბელგოროდში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, Ил-76, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 11:00 საათზე ჩამოვარდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press