Foto

ორბანი - სტოლტენბერგს დავუდასტურე, რომ ჩვენი მთავრობა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

სტოლტენბერგს დავუდასტურე, რომ ჩვენი მთავრობა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს უნგრეთის პარლამენტთან მუშაობას, რათა შვედეთის გაწევრიანებას მხარი მანაც დაუჭიროს.

„ახლახან ვესაუბრე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე მას, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ასევე ხაზი გავუსვი, რომ გავაგრძელებთ უნგრეთის პარლამენტთან მუშაობას, რათა მან მხარი დაუჭიროს შვედეთის გაწევრიანებას“, - წერს ორბანი X-ზე.

ცნობისთვის, თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.