ისრაელისთვის გაწეული აშშ-ის მხარდაჭერა ხელს უშლის ღაზის სექტორში გენოციდის შეჩერებას, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სხვებისთვის თავშეკავებისკენ მოწოდების ნაცვლად, აშშ-მა უნდა აიძულოს ისრაელის რეჟიმი, შეწყვიტოს ომი.
„ომი არ არის გამოსავალი, უსაფრთხოება ვერ მიიღწევა ძალის გამოყენებით და ღაზაში გენოციდის ჩადენით. ღაზასა და დასავლეთ ნაპირზე მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა არ შეიძლება გაგრძელდეს სიონისტური რეჟიმის მიერ ე.წ. „ჰამასის სრულ განადგურებამდე“, რადგან ეს დრო არასოდეს მოვა, რადგან პალესტინელი ერის ნება არ შესუსტებულა ბოლო 80 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press