ჯერჯერობით არ არის სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ჩამოგდებულ რუსულ Il-76 თვითმფრინავში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამხედრო ტყვეების გაცვლა დღეს უნდა მომხდარიყო, მაგრამ არ შედგა.
„ჩვენი დამცველების უსაფრთხოება, შეთანხმებების მიხედვით, რუსული მხარისგან უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის მიდამოში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. როგორც არაერთხელ გაკეთებულა წარსულში. ცნობილია, რომ ტყვეების გადაყვანა ხდება საჰაერო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება, მიუთითებდეს რუსეთის მიერ მიზანმიმართულ ქმედებებზე, რომელიც მიზნად ისახავს პატიმართა სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩამოვარდილ il-76-ის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press